ფონდის 2013-2018 წლების ეროვნული პროექტების განხორციელების გეგმა:
-
ფონდის პრეზენტაცია, საპატიო წევრთა დასახელება, პირველი საერთო კრება და დიპლომატიური კორპუსის და ბუზნესმენთა ოფიციალური მიღება (ბიუჯეტი- 3 830 ლარი);
-
საქველმოქმედო აქციის "მეორე სუნთქვა" ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქველმოქმედო აქციების გამართვა ქვეყნის სოციალურად დაუცველთა ოჯახებისთვის (წლიური ბიუჯეტი- 5 000 ლარი);
-
ევროინტეგრაციის ხარისხის ასამაღლებლად რეგიონალური ტრენინგების ჩატარება საარჩევნო, კონსტიტუციურ, დასაქმებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის კანონმდებლობის საკითხებში და მიღებული ცოდნის შემაფასებელი ტესტირება „ნაბიჯი ღია სამყაროში“ (ბიუჯეტი- 12 605 ლარი);
-
სასწავლო სახელმძღვანელოს "პოლიტოლოგია" გამოცემა ქართულ ენაზე სტუდენტებისათვის (ბიუჯეტი- 25 000 ლარი);
-
„კარპეტ-ფესტ“ ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი-იარმორკა თბილისში (ბიუჯეტი-30 700 ლარი);
-
სრულიად საქართველოს და ქართული დიასპორის ეროვნული შემოქმედების ახალგაზრდული ოლიმპიადა „ილიადა“( ილია და ...) ( ბიუჯეტი- 70 000 ლარი);
-
კავკასიის მკვიდრთა ეროვნული და თანამედროვე ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი „კავკასიური ტრიუმფი“ (ბიუჯეტი- 47 000 ლარი);
-
სასოფლო-სამეურნეო წარმოეწბისა და ფერმერთა კავშირების მხარდაჭერა თემებში (ბიუჯეტი- 2 500 000 ლარი);
-
მსოფლიო ციებ-ცხელება „ქართული განძი“ (ბიუჯეტი-4 676 000 ლარი);
-
სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით "კულტურათა დიალოგი"-ს პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული მულტიეთნიკური ღონისძიებების ჩატარება ( ბიუჯეტი- 1 000 ლარი);
-
რელიგიური კონფლიქტების პრევენციის რეგიონალური ტრენინგები "რელიგიური კონტრასტი და ფუნდამენტური პრინციპები" (ბიუჯეტი- 40 000 ლარი);
-
სახელმწიფო უწყებების და საჯარო მოხელეების საქმიანობაზე სამოქალაქო მონიტორინგის "სუფთა ხელებით მოხელეები" პროგრამის განხორციელება (ბიუჯეტი- 5 000 ლარი);
-
შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის ხალშეწყობა კულტურული პროგრამებში ჩართულობის გზით და მათი დახელოვნების უზრუნველყოფად ტექნიკური ბაზების შექმნა ( ბიუჯეტი- 23 000 ლარი);
-
ნოე ჟორდანიას ცხოვრების შესახებ პირველი ბიოგრაფიული და ფოტოქრონიკული დოკუმენტური წიგნის გამოცემა "თავისუფლების ფასი" (ბიუჯეტი- 10 000 ლარი);
-
საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის მცდელობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კომპლექსი: უცხოეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავების ერთობლივი კონცერტი, გამოფენა-პრეზენტაცია "1918-2018", ახალგაზრდული პროევროპული ფლეშ-მობი "ევროპული გაზაფხული-2018", ისტორიული დოკუმენტური ფილმის "ნერგები" გადაღება-პრეზენტაცია, ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 150 სწლისტავისადმი და გარდაცვალებიდან 65 წლისთავისადმი მიძღვნილი ჟურნალისტიკურ-ლიტერატურული საღამოს "ნოეს კვალი"-ის ორგანიზება და ძეგლის დადგმა. ( ბიუჯეტი- 150 000 ლარი).
ყველა პროექტი დაპატენტებულია. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი სახით სანდო და ერთგული მეცენატის პოვნა, რაც მომავალში შეიძლება გადაიზარდოს ურთიერთმომგებიან პარტნიორობაში.