ფონდის მიზნები
1. დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვა და დამკვიდრება;
2. მშვიდობის დაცვა და ერთაშორისო ინტეგრაციის ხელშეწყობა;
3. კულტურის, განათლების, ბიზნესის და ტურიზმის განვითარება. ამ სფეროებში ხარისხის ამაღლება და პოპულარიზაცია;
4. საზოგადოებისათვის განათლების მიცემა ან/და ამაღლება სამართლის,
ეკონომიკის, ბუნების დაცვის, კულტურასა და ხელოვნების, ადამიანის უფლებებისა და სხვა სფეროებში;
5. ყველა დარგში სიახლეების აღმოჩენა, შესწავლა და გამოკვლევა, ინოვაციების დანერგვა და წახალისება;
6. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ტრანსფორმაცია და განვითარება;
7. კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვა
და რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
8. საერთაშორისო მარკეტინგული და პი-არ კამპანიების შემუშავება და უზრუნველყოფა;
9. ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერა;
10. ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვა;
11. ეროვნული პროდუქციის მხარდაჭერის და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელის შეწყობა და სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
12. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის უფასო კონსულტაციების გაწევა
და დახმარების აღმოჩენა.
13. კორუფციის და პროტექციონიზმის აღმოფხვრის ხელშეწყობა;
14. მედიის თავისუფლების მხარდაჭერა;
15. ჯარისკაცების, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვა;
16. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა;
17. სიღარიბის დაძლევა, კვალიფიციური სამუშაო ძალის გადამზადება და განათლების დონის ამაღლება;
18. სახელმწიფოს და საზოგადოების ჰარმონიული განვითარება, მსოფლიოში
სოციალური პარტნიორობის ძლიერი მოდელის დამკვიდრება;
19. სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა მათი ეფექტურობის ამაღლების ხელშეწყობისათვის;
20. ბავშვთა უფლებების დაცვა, ბავშვების, ახალგაზრდობის, სტუდენტების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის, თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენების ხელშეწყობა;
21. ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და დამკვიდრება;
22. გენდრული თანასწორობა;
24. ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების შესწავლა, მათი გადაჭრის
გზების ძიება, ახალგაზრდობის აქტიური ჩაბმა კონკრეტული პრობლემების
გადაწყვეტაში;
25. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა;
26. ეროვნული და საერთაშორისო სტატუსის და ხარისხის ღონისძიებების ჩატარება როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ;
27. თავისუფალი, დამოუკიდებელი სათემო მედიის მხარდაჭერა და განვითარება;
28. საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრები შრომისუუნარო ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, სხვადასხვა ჯგუფების და ორგანიზაციების წარმომადგენელთა: სპორტსმენთა, მომღერალთა, მსახიობთა, ჟურნალისტთა, მხატვართა, მოცეკვავეთა, მეწარმეთა, მეცნიერთა და სხვა საზოგადო მოღვაწეთა სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული და მატერიალური მხარდაჭერა;
29. მსოფლიოს საერთაშორისო ინსტიტუტებთან და სტრუქტურებთან მსურველთა ინტეგრაციის და გაწევრიანების ხელშეწყობა, მათი საქმინაობის და პოტენციალის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია;
30. საქველმოქმედო საქმიანობა