top of page

ABOUT  US

ჩვენს შესახებ

ფონდის სრული დასახელებაა:

 

ქართულად: ნოე ჟორდანიას სახელობის საერთაშორისო ინიციატივების და საჯარო დიპლომატიის განვითარების  ფონდი

 

ინგლისურად:    Noe Zhordania Foundation for International Initiatives and Public Diplomacy Development

 

რუსულად: Фонд развития публичной дипломатии и международых инициатив им. Ноэ Жордания

 

ფონდის მოკლე დასახელებაა: ნჟფ/ NZF/ ФНЖ

 

 

ფონდის თავმჯდომარე 

1. ფონდის უმაღლეს მმართველობით სუბიექტს  წარმოადგენს თავმჯდომარე, რომელიც  ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად მართავს ფონდს.

 2. ფონდის თავმჯდომარე  ორგანიზაციულ სტრუქტურაზე დაყრდნობით განსაზღვრავს ფონდის წევრთა და თანამშრომელთა რაოდენობას, მათ უფლება-მოვალეობებს და სამუშაო შინაგანაწესს; ირჩევს თანამშრომლებს ფონდის წევრთა საერთო სიიდან 2 წლის ვადით.

3. ფონდის თავმჯდომარეა  ედუარდ ქოჩარიანი.  

ფონდის მზრუნველთა  საბჭო

1. მზრუნველთა საბჭო შედგება ფონდის საპატიო წევრებისგან და კერძო პირებისგან, ახორციელებს ფონდის მიზნების და ამოცანების ხელშეწყობას.
2. მზრუნველთა საბჭო არის საკონსულტაციო ორგანო, რომელშიც შედიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სხვადასხვა  დარგისა და სხვა პროფესიის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე პირები.
3. მზრუნველთა საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ის პირიც, რომელიც არ არის ფონდის წევრი.
4. მზრუნველთა საბჭოს წევრებს ირჩევს ფონდის თავმჯდომარე.

bottom of page