top of page
2013 წლიდან ფონდი აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, კანონების დახვეწაზე და მათ საერთაშორისო სტანდატრებთან მიახლოვებაზე.
ჩვენი ინიციატივები:
1. საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობაში და შრომით კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომლებიც საჯარო სამსახურში დასაქმების პროცედურებთანაა დაკავშირებული.
2. მივიღეთ მონაწილეობა განხილვებში არასამთავრობო სექტორში სოციალური წარმოების გაფართოვებაზე, შეღავათების და ადგილობრივი გრანტების მიღება-მინიჭების მოდელის შერჩევაში.
3. პოლიტიკური პარტიების და გაერთიანებების საქმიანობის გააქტიურების და ეფექტური მართვისთვის აუცილებელი რეგულაციების და სტრატეგიის შემუშავება.
4. 2013 წელს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული და სახელმწიფო უწყებების მიერ არარეალიზებული 2014-2017 წწ. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლების დეცენტრალიზაციის მოდელის მხარდაჭერა.
5. კანონპროექტის დახვეწა და ცვლილებების შეტანა "უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა, ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ და ემიგრაციიდან დაბრუნებულ პირთა საკუთრების უფლების გარეშე მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ" საკითხში.
6. დაგეგმილი საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალისთვის ქ.თბილისში აშენებული სხვადასხვა საერთო საცხოვრებელი და ტურისტული ცენტრი ფესტივალის დასრულებისთანავე არ უნდა გასხვისებულ იქნეს უცხოელ ინვესტორებზე, არამედ გახდეს სტუდენტურ ქალაქად, რაიონიდან ჩამოსულ სტუდენტთა და სოციალურად გაჭირვებული ახალგაზრდების დროებით თავშესაფრად, სწავლის და განვითარების კერად.
7. საქართველოს სასაზღვრო და სავიზო სისტემის გადახედვა, განმკაცრება და "ერთი ფანჯრის" პრინციპით ხელმძღვანელობა ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
8. დედაქალაქის და თვითმმართველი ქალაქების იერსახეზე ზრუნვა, უამრავ უსახელო მოედანს მიენიჭოს ცნობილი მამულიშვილების სახელი, დაიდგას ძეგლები, გამოცოცხლდეს კულტურული ცხოვრება ყველა უბანში, რითაც ამაღლდეს და განმტკიცდეს თბილისის, როგორც "კულტურული ქალაქის" საერთაშორისო სტატუსი.
9. 2014-2015 წწ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამშვიდობო ინიციატივის "თექალის პროცესი"-ს მონაწილე და მარდამჭერი (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი).
10. ემიგრანტებთან ეფექტური კავშირი და ერთობლივი ღონისძიებები.
bottom of page